ტვირთამწე ტექნიკა

ახალი და მეორადი ტვირთამწე ტექნიკა და სასაწყობო აღჭურვილობა (მოწყობილობა) წამყვანი მწარმოებლებისგან

ჩვენს შესახებ

TAKADA აწარმოებს ახალი და მეორადი სასაწყობო ტექნიკის გაყიდვას, იჯარასა და სერვისს

შემოთავაზებაშია ახალი და მეორადი დამტვირთველები შიდა წვის ძრავით, 50 ტონამდე ტვირთამწეობით; ახალი და მეორადი სამ და ოთხთვლიანი ელექტრო დამტვირთველები. ასევე გთავაზობთ ტვირთამწე ტექნიკას ნავსადგურებში სამუშაოდ, კონტეინერების ასაწევად და გადასაადგილებლად – reach stacker და container handler. თქვენს წინაშეა შიდა სასაწყობო ტექნიკის ფართო არჩევანი – პალეტების გადამზიდები, ელექტროურიკები (ელექტრო როხლი), შტაბელერები პლატფორმით და უპლატფორმოდ, ელექტრო დამტვირთველები (ელექტროკარი) შეკვეთების მაკომპლექტებლები (Order picker), და ასევე შტაბელერები ანძის მოძრავი მექანიზმით – რიჩთრაქი (Reach truck). გვაქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ სასაწყობო აღჭურვილობა (მოწყობილობა): სასაწყობო სტელაჟები, კონსოლური სტელაჟები, სასტელაჟე ამრიდები (Rack armor), გამყოფი ზოლების დასატანი მოწყობილობა და მისთვის განკუთვნილი საღებავები.

ჩვენი მიზანია კლიენტის მოთხოვნილებებისადმი პერსონალური და მოქნილი მიდგომა, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება ხელსაყრელ ფასში. შევარჩევთ ტექნიკური გადაწყვეტის ვარიანტებს როგორც მცირე საწყობებისა და საწარმოებისთვის, ასევე მსხვილი ლოგისტური პარკებისთვის, ნავსადგურებისთვის და საერთაშორისო მწარმოებლებისთვის. მეორადი დამტვირთველის მოწოდება ხდება ტექ. მომსახურებიდან და სრულ მუშა მდგომარეობაში. ჩვენს მომსახურებას გთავაზობთ ბალტიისპირეთში, სკანდინავიაში, დსთ-ს ქვეყნებსა და კავკასიაში.

შეკითხვის დასმა

შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია და ჩვენ უახლოეს დროში დაგიკავშირდებით