სასაწყობო აღჭურვილობა

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პალეტური სტელაჟებს, რომლებიც ადვილად ყენდება ან ტრანსფორმირდება. სტელაჟური სისტემის უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს თითოეულ თაროსთან თავისუფალი წვდომა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვრცელი სასაქონლო ნომენკლატურის მქონე საწყობებში. ჩვენი სტელაჟური კონსტრუქციები იოლი მოსახმარია, შეესაბამება უსაფრთხოების ყველა სტანდარტს და მათი შემოთავაზება შესაძლებელია დამატებითი მოწყობილობის ფართო სპექტრთან ერთად (ბარიერები, სპეციალური საფარი, ყუთები და სხვა სახის ინსტრუმენტები სასაწყობო ფართის გამოყენების ეფექტიანობის ასამაღლებლად).
სტელაჟურ სისტემებს გააჩნია GS მარკირება, МКЭ (FEM) 10.2.02 დირექტივა, პროდუქციის ხარისხი დასტურდება RAL-RG 614/2 სტანდარტით.

კონსოლური სტელაჟები

კონსოლური სტელაჟები

კონსოლური სტელაჟების სიტემები განკუთვნილია საშუალო და მძიმე ობიექტების (მილები, ლითონის ფურცლები, თაბაშირის ფურცლების, ფილები, ლენტების და ა.შ.) შესანახად. სტელაჟური სისტემების დამონტაჟება შესაძლებელია როგორც შენობაში, ასევე გარეთაც. ისინი ყინვაგამძლეა (ასევე ხელმისაწვდომია სახურავიდან სტენდის თავზე); ხასიათდება სიმძლავრით, ფუნქციონალურობით, მაღალი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასებით. სტელაჟური სისტემები მზადდება მხოლოდ მაღალხარისხიანი მასალებით. ისინი მოთუთიებულია ან დაფარულია სპეციალური საღებავით (შემკვეთის არჩევანისამებრ). ტვირთგამძლეობა სტენდის ცალკეულ თაროზე 1,5-დან 2,5 ტონამდეა. სტელაჟები ასაწყობ-დასაშლელია და მარტივად ფართოვდება, იკავებს მცირე ადგილს. პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს (ISO 3834-3 EN: 2006, EN 1090-1: 2009 + A1: 2011), ЕС უსაფრთხოების ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რაც დასტურდება გაცემული შესაბამისობის მოწმობებითა და პროდუქციის პასპორტებით. ხელმისაწვდომია: დამატებითი აქსესუარები, რომლებიც აიოლებს რთული ნაკეთობების (მაგალითად, გორგოლაჭების, დოლურების) შენახვას, სტელაჟების ცალმხრივი და ორმხრივი სისტემები, სწრაფი დამზადება და დროული მოწოდება.

მონტაჟი

სხვადასხვა სახეობისა და სირთულის სტელაჟური სისტემები; დაშლა და გადატანა. პროფესიონალური და გამოცდილი კოლექტივი. გონივრული ფასები და ვადები.

შეკითხვის დასმა

შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია და ჩვენ უახლოეს დროში დაგიკავშირდებით