ჩვენი კომპანია ეწევა ახალი და მცირედ ნახმარი ტვირთამწე ტექნიკის გაყიდვას, იჯარას და სერვისულ მომსახურებას. შემოთავაზებაშია შიდა წვის ძრავიანი ახალი და მეორადი დამტვირთველები 50 ტონამდე ტვირთამწეობით; ახალი და მეორადი სამ და ოთხ თვლიანი ელექტრო დამტვირთველები. ასევე გთავაზობთ ტვირთამწე ტექნიკას – reach stacker და container handler − ნავსადგურებში სამუშაოდ, კონტეინერების ასაწევად და გადასაადგილებლად. წარმოდგენილია შიდა სასაწყობო ტექნიკის ფართო არჩევანი – პალეტების გადამზიდი, ელექტროურიკა (ელექტრო როხლი), შტაბელერი პლატფორმით და მის გარეშე, ელექტრო დამტვირთველი (ელექტროქარი), შეკვეთების დამკომპლექტებელი (Order picker), და ასევე შტაბელერი ანძის მოძრავი მექანიზმით – რიჩთრაქი (Reach truck). შეგვიძლია შემოგთავაზოთ სასაწყობო აღჭურვილობა (მოწყობილობა): სასაწყობო სტელაჟები, კონსოლური სტელაჟები, სასტელაჟო ამრიდები (Rack armour), მოწყობილობა გამყოფი ზოლების დასატანად და მისთვის განკუთვნილი საღებავები.

ჩვენი მიზანია კლიენტის მოთხოვნილებებისადმი პერსონალური და მოქნილი მიდგომა, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება ხელსაყრელ ფასში. შევარჩევთ ტექნიკური გადაწყვეტის ვარიანტებს როგორც მცირე საწყობებისა და საწარმოებისთვის, ასევე მსხვილი ლოგისტური პარკებისთვის, ნავსადგურებისთვის და საერთაშორისო მწარმოებლებისთვის. მეორადი დამტვირთველის მოწოდება ხდება ტექ. მომსახურებიდან და სრულ მუშა მდგომარეობაში. ჩვენს მომსახურებას გთავაზობთ ბალტიისპირეთში, სკანდინავიაში, დსთ-ს ქვეყნებსა და კავკასიაში.

საკუთარ სფეროში პროფესიონალების გუნდი შემოგთავაზებთ სწორედ თქვენი საქმიანობის სპეციფიკის შესატყვის გადაწყვეტილებებს, რაც დაზოგავს თქვენი კომპანიის რესურსებს არა მარტო ტექნიკის შეძენის მომენტში, არამედ მისი შემდგომი ექსპლუატაციის პროცესშიც. ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ტექნიკა ევროპისა და აზიის წამყვანი მწარმოებლებისაგან – დამტვირთველები და შიდა სასაწყობო ტექნიკა LINDE, ტექნიკა LINDE ნავსადგურებისთვის დამტვირთველები და შიდა სასაწყობო ტექნიკა TOYOTA და BT, ოთხთვლიანი დამტვირთველები COMBILIFT, დამტვირთველები NISSAN, HYSTER, YALE, დამტვირთველები და შიდა სასაწყობო ტექნიკა STILL, JUNGHEINRICH; საპირწონე და ტელესკოპური დამტვირთველები MANITOU, დამტვირთველები CAT (Caterpilar), DOOSAN, ელექტრო დამტვირთველები MONTINI, იაპონური წარმოების დამტვირთველები KOMATSU და TCM, და ასევე სხვა ცნობილი მწარმოებლების დამტვირთველები და სხვა სახის ტვირთამწე ტექნიკა.

შეკითხვის დასმა

შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია და ჩვენ უახლოეს დროში დაგიკავშირდებით